Loading data...
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სოფელი პეშანოე დაიკავეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სოფელი პეშანოე დაიკავეს.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აღმოსავლეთის“ ძალების ჯგუფის ნაწილებმა გადამწყვეტი მოქმედების შედეგად, დნეპროპეტროვსკის ოლქში სოფელი პეშანოე გაათავისუფლეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.