Loading data...
რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

რუსებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.

კიევის მერმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

„მოწინააღმდეგემ დედაქალაქის ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით ურტყამს. გადადით თავშესაფრებში!“ - განაცხადა კიევის მერმა. 

ვიტალი კლიჩკოს თქმით, დონეცკის რაიონში რაკეტა კერძო სახლს მოხვდა, ჰოლოსიევსკის და დესნიანსკის რაიონებში კი არასაცხოვრებელ შენობებს.

დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. სხვადასხვა ლოკაციაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.