Loading data...
პუტინმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღება უმარტივდება. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებს აღარ ექნებათ რუსეთის ფედერაციაში მუდმივად ცხოვრების ვალდებულება და ისინი გათავისუფლდებიან რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის გამოცდის ჩაბარებისგან.

ახლა რუსეთის მოქალაქეობის მიღების განაცხადის შეტანას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა პირდაპირ სოხუმსა და ცხინვალში, ე.წ. საელჩოებში შეძლებს.