Loading data...
Politico: აშშ მოითხოვს, რომ უკრაინამ მთლიანად დონბასი დათმოს

აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს უკრაინის იძულება, დათმოს დონბასის მთელი ტერიტორია - იუწყება Politico ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

„ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელები მარტივად მსჯელობენ: რუსეთი უკრაინას ტერიტორიების დათმობას სთხოვს, ამერიკელები კი სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ განახორციელონ ეს. ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი ასე თუ ისე უნდა დატოვოს“, - განუცხადა წყარომ გამოცემას ანონიმურობის პირობით.

ამასობაში, უკრაინა ამტკიცებს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვას. ამჟამად, დონბასის დაახლოებით 30 პროცენტს კვლავ უკრაინელები აკონტროლებს.

აშშ აგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას, რათა სწრაფად დათანხმდეს შეთანხმებას, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევით კვლავ აშკარად იმედგაცრუებულია.

„შესაძლოა, ტრამპსაც სურს, რომ ეს სწრაფად მოხდეს, ამიტომ მისი გუნდი იძულებულია აუხსნას მას, რომ მათი ბრალი არ არის, რომ ეს ისე სწრაფად არ ხდება, როგორც მას სურდა... ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ამერიკა - როგორც შუამავალი თუ რუსებისკენ გადაიხრება?“ - განაცხადა ევროპელმა ჩინოვნიკმა და დასძინა, რომ უკრაინა, ასევე, ელოდება განმარტებას, თუ რა უსაფრთხოების გარანტიების გაცემისთვის არის მზად აშშ.