1746267137
კონფლიქტები
„პირველად მსოფლიოში“ - უკრაინულმა საზღვაო დრონმა რუსული „სუ-30“ გაანადგურა

ნოვოროსიისკის მახლობლად, საზღვაო დრონის გამოყენებით, უკრაინელებმა რუსული „სუ-30“ გამანადგურებელი გაანადგურეს.
„2 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალურმა რაზმმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, შავ ზღვაში რუსული „სუ-30“ გაანადგურა - ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავი საზღვაო დრონით განადგურდა“, - ნათქვამია განცხადებაში.