1762790896
კონფლიქტები
პესკოვი: უკრაინის წინააღმდეგ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი დასახულ მიზნებს მიაღწევს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, „როდესაც რუსეთი დასახულ მიზნებს მიაღწევს“.
„მინდა, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიაღწევს დასაწყისში დასახულ მიზნებს“, - აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვს, სავარაუდოდ, ომის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით დასრულება სურს.