ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა - CNN
ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ CNN წერს. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები.
ისრაელის დარტყმებს ლიბანში სულ 773 ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 103 ბავშვია.
ამასთან, თავდასხმის შედეგად 32 დაღუპულია ერაყში. ერაყელი ქურთისტანების სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ასევე დაიღუპა ერთი ფრანგი ჯარისკაცი.
როგორც CNN წერს, ომის დაწყებიდან ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექვსი, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში ორი, ხოლო ომანში სამი ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება ისრაელისა და აშშ-ს დანაკარგებს, კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელში დაღუპულია 15 პირი, მათ შორის ორი სამხედრო, ამერიკულ მხარეს კი ცამეტი ამერიკელი სამხედრო. აქედან ექვსის შესახებ ინფორმაცია დღეს დადასტურდა. ისინი დასავლეთ ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.