Loading data...
ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთს ბრალდებული გადასცა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ რუსულ მხარეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ალექსანდრე სტეპანოვი გადასცა. მას რუსეთის გენერალური პროკურატურა უკანონო საბანკო საქმიანობაში, ასევე საბანკო თანხების და სხვა ქონების უკანონო ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქის გადაცემა რუსეთის გენერალური პროკურატურისგან შესაბამისი განაცხადის მიღების შემდეგ მოხდა.

„ეს ფაქტი შესაძლებელი გახდა აფხაზეთის და რუსეთის პროკურატურების თანამშრომლობის მაღალი დონის შედეგად“, - აცხადებენ სოხუმში.