Loading data...
ოკუპირებული აფხაზეთის თავზე დრონი ჩამოაგდეს

ოკუპირებული აფხაზეთის თავზე, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ინფორმაცია სოხუმის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა გაავრცელა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფსოუს“ „სასაზღვრო გადასასვლელი“ სოჭზე უკრაინული დრონების იერიშის გამო დროებით ჩაიკეტა.