Loading data...
ოკუპირებულ აფხაზეთში საგაზაფხულო გაწვევა გამოცხადდა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა ჯარში საგაზაფხულო გაწვევის ბრძანებულებას. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ბრძანებულების მიხედვით, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე ჯარში 18-დან 27 წლამდე პირების გაწვევა მოხდება. ბრძანებულების მიხედვით, ასევე გაწვევით მომსახურე პირების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება უნდა მოხდეს, ვისი სამსახურის ვადაც უკვე ამოიწურა.

ბადრა გუნბამ დე ფაქტო რაიონულ ადმინისტრაციებს ამ ბრძანებულების შესრულებაზე კონტროლი დაავალა.