1786095761
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინზე მრავალკილომეტრიანი რიგებია
ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ საწვავის კრიზისია. გამოცემა „ამრა-ლაიფის“ ცნობით, მძღოლებს კილომეტრიან რიგებში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. ერთ მანქანაში საწვავის ჩასხმის ლიმიტი კვლავ 20 ლიტრს შეადგენს.
ავტოგასამართი სადგურების დიდი ნაწილი უბრალოდ დაკეტილია. ბენზინი არის „როსნეფტის“ და „პოდოროჟნიკის“ ბენზინგასამართ სადგურებში, მაგრამ რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაშია აუცილებელი.
მძღოლები წერენ, რომ 34-გრადუსიან სიცხეში საათობით დგანან, მანქანის კონდიციონერებს ისინი ვერ იყენებენ, რადგანაც საწვავის ეკონომიას ეწევიან.
სოხუმის დე ფაქტო მთავრობა ამბობს, რომ „სირთულეები დროებითია“ და ის რუსეთის ფედერაციაში ლოგისტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.