Loading data...
ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელი კინდიიკა დაბომბეს, არიან დაშავებულები - უკრაინული მედია

რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქის სოფელ კინდიიკაში დრონებიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ცოლ-ქმარი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 58 წლის მამაკაცი და მისი 54 წლის მეუღლე. მათ ექიმებს აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით მიმართეს. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. 

მანამდე 25 ივლისს, დილით რუსმა დამპყრობლებმა სოფელ კინდიიკას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 51 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.