1771421634
კონფლიქტები
NYT: მშვიდობა არ იქნება, პუტინი კიდევ ორი წლის განმავლობაში ბრძოლას გეგმავს
რუსეთის მიერ დონბასის სრულად ოკუპაციას კიდევ ორი წელი დასჭირდება. როგორც ჩანს, კრემლი ომის გაგრძელებას თანხმდება. წერს NYT.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, დასავლური დაზვერვის შეფასებით, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომს იგებს.
„ის დარწმუნებულია, რომ დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას 18 თვიდან ორ წლამდეც კი დასჭირდება, ბრძოლის ყოველი დღე და ყოველი ღამე, როდესაც რუსული რაკეტები და დრონები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ შენობებს ეცემა, მას უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებს“, - წერს გამოცემა.
ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა ღრმა პრობლემებს აწყდება, ხოლო დონალდ ტრამპი ომის დასრულების შემთხვევაში კრემლს რუსეთში მსხვილ ინვესტიციებს მუდმივად სთავაზობს.