Loading data...
NBC News: ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია

„ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზაში, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა, გაურკვეველია მძევლების მდგომარეობა,“ - იტყობინება NBC News და ასევე, საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელიც, ამ დროისათვის, ყველაზე გადამწყვეტია მოსახლეობისთვის. 

დღეს, ღაზას სექტორში საკვები პროდუქტებიც ამოეწურათ. ფაქტზე ერთ-ერთი მსხვილი ჰუმანიტარული ჯგუფი საუბრობს. World Central Kitchen-ის თქმით, იძულებულები გახდნენ შეეჩერებინათ ოპერაციები და საზოგადოებრივი სამზარეულოები დაეხურათ, რადგან საწყობები ცარიელია და მარაგები არ ივსება. ჰუმანიტარული ჯგუფის განცხადებით, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მათ 133 000-მდე საკვები პროდუქტი გასცეს და 80 000-მდე პური გამოაცხვეს.  

„რატომ გვკლავენ?! აქ არც რაკეტებია და არც გამანადგურებლები,“ - აცხადებენ მოქალაქეები და დასძენენ, რომ „არც საჭმელია, არც წყალი, არაფერი.“

ჰუმანიტარული ჯგუფები ღაზაში აღნიშნავენ, რომ ჰუმანიტარული კრიზისი, სულ უფრო მეტად, გაიზრდება და საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებენ. როგორც ჩანს, ისრაელი სურსათის და დახმარების ბლოკადას, ისევ, აგრძელებს. ღაზას სექტორს საკვები, უკვე, მესამე თვეა არ მიეწოდება.