1762591798
კონფლიქტები
მოსკოვის თეატრმა ცხინვალში გასტრროლები გამართა
მოსკოვის თეატრმა „ვოზმოჟნო -თეატრმა“ ცხინვალში მონო-სპექტაკლი, „ბრიყვის აღსარება“, წარმოადგინა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ერთადერთ როლს მსახიობი დენის მოისეევი ასრულებდა. ინფორმაციაში წერია, რომ სპექტაკლმა მაყურებლის ინტერესი „ორიგინალური კონცეფციისა და ღრმა ფსიქოლოგიური აზრით“ დაიმსახურა.
ზოგიერთ მაყურებელს მონო-სპექტაკლის ზოგიერთ ეპიზოდში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა. მაყურებელი დენის მოისეევის წარმოდგენას ოვაციებით შეხვდა.