Loading data...
მარკო რუბიო: აშშ შეშფოთებულია ღაზას სექტორში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია ღაზას სექტორში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით. ამ საკითხზე მან BBC-ის ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

კითხვაზე, თუ რამდენად უჭერს დონალდ ტრამპი მხარს ისრაელის საბრძოლო ქმედებებს, ამერიკის პირველმა დიპლომატმა უპასუხა, რომ „კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ „ჰამასს“ დანებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მძევლების გათავისუფლება და რეგიონში მშვიდობის დამყარება“. 

„ჩვენ არ გვაქვს იმუნიტეტი და ვერ ვიქნებით უგრძნობები ღაზაში მოსახლეობის ტანჯვის მიმართ, ვიცი რომ გვაქვს შესაძლებლობა, მათ დახმარება გავუწიოთ“, - თქვა რუბიომ.

მისი ინტერვიუ ისრაელის მორიგ შეტევას მოჰყვა, რის შედეგადაც 114 პალესტინელი დაიღუპა. 

გარდა საჰაერო თავდასხმებისა, უკვე 10 კვირაა ღაზას სექტორი ისრაელის მიერ საკვებისა და ჰუმანიტარული მარაგების სრული ბლოკადის ქვეშ იმყოფება. 

„რუბიოს განცხადებები თურქეთში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მოყვა და როგორც ჩანს, ისრაელ-ამერიკის საკამათო წინადადებაზე მინიშნება იყო, რომელიც ღაზაში დახმარების შეგროვების პუნქტებისთვის კერძო პროვაიდერების გამოყენებას ითვალისწინებდა“, - აღნიშნავენ საერთაშორისო მედიაში. 

შეგახსენებთ, რომ ეს გეგმა გაერომ დაბლოკა და მას „არაეთიკური და არაპრაქტიკული“ უწოდა.