Loading data...
ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრის 03:00 საათიდან ამოქმედდა, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

უკრაინის ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხორციელდება ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, უკრაინისა და რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრების თანამშრომლობით, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სიჩუმის რეჟიმის“ შემოღება დაადასტურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის მზადების გამო, რუსმა ჯარებმა ხერსონის მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს.