ხარკოვის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა ხარკოვის სამ რაიონზე თავდასხმისას მართვადი ბომბები გამოიყენეს
რუსეთის ძალების მიერ ქალაქ ხარკოვზე იერიშის შედეგად სამ რაიონში 30 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ოლეჰ სინიეხუბოვის განცხადებით, რუსეთის ძალებმა მართვადი ბომბები გამოიყენეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნემიშლიანსკის და სლობიდსკის რაიონებსა და ქალაქის ჩრდილოეთით, შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმისთვის.
ამასთან, ქალაქის მერმა იჰორ ტერეხოვმა ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სამმა ბომბმა საავადმყოფო და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
როგორც Reuters წერს, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ელექტროქსელთან და ბუნებრივი აირის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ობიექტებზე თავდასხმები გაახშირეს, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად ქვეყნისთვის ბუნებრივი რესურსების მიწოდების ჯაჭვის დაზიანებას ისახავს მიზნად.