იური უშაკოვი აცხადებს, რომ კიევისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები მშვიდობის მიღწევას არ უწყობს ხელს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ევროპისა და უკრაინის მიერ ამერიკული „სამშვიდობო გეგმის“ პროექტში შემოთავაზებული ცვლილებები გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას უშლის ხელს.
უშაკოვმა განაცხადა, რომ წინადადებები, რომლებიც „ევროპელებმა და უკრაინელებმა წამოაყენეს ან ცდილობენ წამოაყენონ, ნამდვილად არ აუმჯობესებს დოკუმენტს და არ ზრდის გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას“.
უშაკოვს, ასევე, ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ინფორმაცია მაიამიში, აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რაც უარყო.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრის იდეა ჯერ არავის განუხილავს სერიოზულად.
მისი თქმით, დმიტრიევი მაიამიში მოლაპარაკებებს მხოლოდ ამერიკულ მხარესთან მართავს.