ISW: რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი დარტყმებისთვის ემზადება

რუსეთი აძლიერებს რაკეტებისა და დრონების წარმოებას, რათა შემოდგომაზე უკრაინაზე უფრო მასშტაბური დარტყმები განახორციელოს, - ეს განცხადება ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა გააკეთეს.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ბოლო დროს რუსები სულ უფრო ხშირად იყენებენ რაკეტებს თავდასხმებისთვის და სხვადასხვა ანგარიში მიუთითებს, რომ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ზრდის რაკეტებისა და დრონების წარმოებას.
ISW-ის ვარაუდით, თუ რუსული დრონების გამოყენების ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, რუსებს 2025 წლის ნოემბრისთვის უკრაინის თავზე ღამით 2 000-მდე დრონის გაშვება შეეძლებათ.
ამ მხრივ, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკული „პეტრიოტის“ სისტემების მიწოდება, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად დაუპირისპირდნენ რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს.