Loading data...
ისრაელმა ღაზას ცენტრში მდებარე სკოლის კომპლექსს დაარტყა, დაღუპულია 22 ადამიანი - CNN

„ღაზას ცენტრში მდებარე სასწავლო კომპლექსზე ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა, დაღუპულია 22 ადამიანი, სამხედრო ოპერაცია კი, ინტენსიურად მიმდინარეობს,“ - იუწყება CNN

დარტყმა ღაზას ცენტრში, ალ-ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში მდებარე სკოლის ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფებოდა. დაღუპულებს შორის, 7 ბავშვია. 

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ადგილას გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს, თუ როგორ ეძებენ სკოლის ნანგრევებში გადარჩენილებს. ათობით ადამიანია დაშავებული. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 6 მაისს განაცხადეს, რომ ისინი, მხოლოდ, ტერორისტებს შეუტევდნენ, რომლებიც ჰამასის სამეთაურო ცენტრში იმყოფებოდნენ, რითაც დაიცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. სამხედრო ოპერაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა.