Loading data...
ისრაელის ქალაქ ბათ-იამში ბალისტიკური რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, არიან დაღუპულები

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბათ-იამში ბალისტიკური რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ ეტაპზე, სამაშველო/სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL წერს. 

დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბევრი ბავშვია. ამ წუთებისთვის, გარდაცვლილთა რიცხვმა ექვსს მიაღწია. 180 ადამიანია დაშავებული, დაახლოებით კიდევ 7 - დაკარგულად ითვლება.

ამ დროისთვის, მაშველები ცდილობენ ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას.