Loading data...
ირანმა ისრაელის ჩრდილოეთით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - CNN

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის ჩრდილოეთით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ CNN იუწყება. 

ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადად, ჩრდილოეთსა და ჰაიფაში სირენების ხმა გაისმა. მოსახლეობას თავშესაფრის მოძიების ინსტრუქცია მიეცა. 

ქალაქებში დარტყმების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. 

„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.