ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰეზბოლას ისრაელსა და აშშ-სთან ომისთვის ამზადებს - THE TIMES OF ISRAEL
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრებმა აშშ-სა და ისრაელთან მოსალოდნელი ომის გამო, ჰეზბოლა ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდეს და დაჯგუფებას საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით მართავენ, რამაც ლიბანის ოფიციალური პირებისგან კრიტიკა გამოიწვია“, - წერს საუდის არაბეთის გამოცემა Al-Arabiya. „მათ ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ“, - აცხადებენ ბეირუთში.
გამოცემის ინფორმაციით, რაც ჰეზბოლასთან დაახლოებული წყაროების დახმარებით მოიპოვა, ვლინდება, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრები ახლახან ლიბანში ჩავიდნენ. მათ ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა ევალებათ, რომელიც ისრაელთან 14-თვიანი ომის შემდეგ, საგრძნობლად შემცირდა.
„ირანელი ოფიცრები, ასევე, პირადად აწვდიდნენ საჭირო მონაცემებს ჰეზბოლას ოპერატიულ წარმომადგენლებს მთელს ლიბანში“, - წერს THE TIMES OF ISRAEL. გამოცემის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრები ლიბანის ბექაას ხეობაში მყოფ სარაკეტო დანაყოფის წევრებს ხვდებოდნენ. მოგეხსენებათ, კონკრეტულ ობიექტზე ისრაელმა საჰაერო დარტყმა განახორციელა, რომლის დროსაც მინიმუმ, 50 ადამიანი დაიჭრა და 12 დაიღუპა.
„ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის უფრო ფართომასშტაბიანი შეტევა მხოლოდ დროის საკითხია“, - წერს THE TIMES OF ISRAEL.
ინფორმაციაზე მედიაში საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონში სამხედრო ძალები შეკრიბა და არაერთხელ დაიმუქრა მათი ირანის წინააღმდეგ გამოყენებით, ჯერ - ისლამური რესპუბლიკის მიერ გასულ თვეში ანტისამთავრობო მომიტინგეების სასტიკი დარბევის, ხოლო ბოლო დროს, მისი ბირთვული პროგრამის გამო.
ებრაული მედიის ცნობით, ისრაელი აშშ-სთან ერთად, საბრძოლველად ემზადება და ირანს სამიზნედ მიიჩნევს, თუ მას აშშ დაარტყამს.