Loading data...
ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეებს უტევს - BBC

ირანმა სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის მოკავშირეების ტერიტორიებს დრონებით და რაკეტებით შეუტია. სამიზნეში მოექცა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი და ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რამაც ორივე ობიექტი მნიშვნელოვნად დააზიანა.

დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თეირანის განცხადებით, თავდასხმა შეერთებული შტატების მხრიდან ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების საპასუხო რეაქცია იყო.

ირანის სასულიერო ლიდერის მრჩეველმა მოხსენ რეზაიმ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატების მხრიდან თავდასხმები არ შეწყდება, იერიშები სრულმასშტაბიან შეტევით ოპერაციად გადაიქცევა. ამ განცხადების პარალელურად, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ ცნობა გაავრცელა ცნობა, რომ სამი კვირის განმავლობაში, ამერიკული იერიშების შედეგად, ირანში 50 ადამიანი დაიღუპა, 500 კი დაშავდა.

თავის მხრივ, ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა აშშ-მაც განახორციელა.