Loading data...
„ჰუსიტების“ წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელი ირანთან კოორდინირებულად დაბომბეს - THE TIMES OF ISRAEL

„ჰუსიტების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ დაჯგუფება ჩაერთვება ისრაელის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში, ირანის მხარდასაჭერად, ისევე როგორც ეს ღაზაში, პალესტინელებისთვის გააკეთეს. ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL იუწყება. 

„ჰუსიტების“ პოლიტიკური მოძრაობის ბიუროს წევრი მუჰამედ ალ-ბუხაითი აღნიშნავს, რომ ჯგუფი კოორდინაციაშია თეირანთან და საჭიროების შემთხვევაში, მათ დახმარებას უწევს. 

შეგახსენებთ, რომ „ჰუსიტთა“ დაჯგუფება ღაზაში პალესტინელების მხარდასაჭერად, ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს. ამჯერად, მათ აღნიშნეს, რომ ისრაელი „თეირანის დასაცავადაც“ დაბომბეს. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანთან მოკავშირე დაჯგუფებამ, საჯაროდ გამოაცხადა, ისრაელის წინააღმდეგ ირანთან ერთობლივი თავდასხმის შესახებ.