Loading data...
„ჰამასი“ ისრაელს მძევლების გათავისუფლებას სთავაზობს - BBC

ისრაელის უკანასკნელი, ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ, „ჰამასი“ მოლაპარაკებებზე თანახმაა. 

17 მაისს მოლაპარაკებები ღაზას სექტორში ისრაელის სამხედროების მიერ, შეტევის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დაიწყო. 

„ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს 9 მძევალი 60-დღიანი ზავის სანაცვლოდ, წერს BBC. შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს 400 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანის შესვლას და ღაზას სექტორიდან გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტების გაყვანას. 

ისრაელმა, თავის მხრივ, სიცოცხლის დამადასტურებელი საბუთი და დეტალური ინფორმაცია მოითხოვა, თითოეული დარჩენილი მძევლის შესახებ. 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დოჰაში კატარისა და აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობს და 17 მაისს, ადგილობრივი დროით, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. 

ისრაელი ჯერ არ გამოხმაურებია საჯაროდ შეთავაზებულ განცხადებას, მაგრამ მოლაპარაკებების დაწყებამდე ითქვა, რომ არ გაიყვანს ჯარს ღაზას სექტორიდან და არ იღებს ვალდებულებას ომის დასრულებაზე.