Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სასწავლო განგაში გამოცხადდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის სამინისტროს“ შენაერთებში სასწავლო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„წვრთნების დროს უნდა შესრულებულიყო რამდენიმე ამოცანა: პირადი შემადგენლობის შეტყობინება და შეკრება,  ოპერატიული სამორიგეო ჯგუფების მოქმედება, პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის გამოყვანა შეკრების ადგილებში, შეიარაღების და საბრძოლო მასალების გაცემის წესი, საკომენდანტო სამსახურის მოწყობა“.- განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

წვრთნების დროს ჯავშანტექნიკა იყო მობილიზებული.

სასწავლო განგაშის შედეგების შეჯამებისას დადგინდა, რომ შენაერთებმა დროის ნორმატივები გრაფიკის დაცვით შეასრულეს. მეთაურები და სამხედროები კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ამასთანავე, გარკვეული დეტალები დამუშავებას საჭიროებს.

ე.წ. თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ საერთო ჯამში წვრთნებმა წარმატებით ჩაიარა.