Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედროებმა საცეცხლე მომზადება გაიარეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე პოლიგონზე სამხედროებმა საცეცხლე მომზადება გაიარეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

წვრთნების დროს გამოყენებული იყო საშტატო იარაღი, ხოლო პირობები მაქსიმალურად იყო მიახლოებული საბრძოლო სიტუაციასთან.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებს გამოცდილი ინსტრუქტორები ატარებდნენ. „სროლის მეთოდები ავტომატურამდე უნდა იყოს დაყვანილი, ასევე ზუსტად უნდა მოხდეს მიზნამდე მანძილის განსაზღვრა. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საცეცხლე პოზიციების სწრაფ შეცვლაზე და სროლის სექტორზე კონტროლის არსებობაზე.

წვრთნების დასკვნით ეტაპზე ოსმა სამხედროებმა მარშ-გარბენი განახორციელეს, რაც სრული საშტატო ეკიპირებით ჩატარდა. მარშ-გარბენის მიზანი იყო სამხედროების ფიზიკური მონაცემების შემოწმება და შეფასება.