Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების დაჯარიმების მექანიზმების დანერგვა იგეგმება

ცხინვალის ე.წ. შს მინისტრმა რადიონ გაბარაევმა რუს კოლეგებთან მოლაპარაკება დაიწყო, რათა რუსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების დაჯარიმების მექანიზმები დაინერგოს, რომლებიც ე.წ სამხრეთ ოსეთში საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

გაბარაევი ამბობს, რომ ვიდეორეგისტრაციის სისტემა „უსაფრთხო ქალაქი“ დიდი რაოდენობით დარღვევებს აფიქსირებს, რომელიც რუსული სანომრე ნიშნების მანქანებზე მოდის.

„საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების დაახლოებით ნახევარი რუსული სანომრე ნიშნების ავტომობილებზე მოდის. ამჟამად რუს კოლეგებთან ამ ჯარიმების ტექნიკური გაფორმების საკითხების განხილვა ხდება“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა. 

დე ფაქტო მინისტრი იმედოვნებს, რომ დამკვიდრდება სისტემა, რომლის მიხედვით ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ყველა ავტომობილის დაჯარიმება შესაძლებელი იქნება.