1792135820
კონფლიქტები
ძლიერი წვიმების გამო ეშერის მახლობლად მეწყერი ჩამოწვა
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ შიწყუარაში, რომელიც ეშერის მახლობლად მდებარეობს, ძლიერი წვიმების გამო მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა გზა დააზიანა, რომელიც სოფლის სკოლას უკავშირდება. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.
ამ მონაკვეთის დათვალიერების შემდეგ გადაწყდა, რომ აუცილებელია წყლის დროებითი არხის მოწყობა, რაც მეწყრული პროცესების განვითარებას შეაჩერებს. ასევე აუცილებელია დროებითი შემოვლითი გზის გაყვანა.
მეწყერმა სოფლის სკოლაც დააზიანა, სადაც ბზარები გაჩნდა. ამის გამო შენობის შესწავლა მოხდება და გადაწყდება, შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა.