1788777408
კონფლიქტები
ძლიერი ქარის გამო გუდაუთის რაიონში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა
ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში ძლიერი ქარის გამო გუდაუთა-ზვანდრიფშის მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ქარმა სულ მცირე სამი ელექტროგადამცემი ანძა წააქცია. ამის გამო ელექტროქვესადგურები გაითიშა. უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.
ამჟამად ადგილზე სარემონტო ბრიგადები მუშაობენ. მგზავრები დანიშნულების ადგილას ალტერნატიული ტრანსპორტით - ავტობუსებით გადაჰყავთ.
სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ ზუსტ დროს, თუ როდის მოხდება სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა.