1775497875
კონფლიქტები
დონალდ ტრამპი: ჩვენ შეგვიძლია ირანი მთლიანად დავიპყროთ სამშაბათ ღამეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია ირანი სრულად გაანადგუროს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისად კარგი არ არის.
„ჩვენ შეგვიძლია ირანი მთლიანად დავიპყროთ. ჩვენ მისი განადგურება შეგვიძლია სამშაბათ ღამეს“, - თქვა ტრამპმა.
როგორც მედიაში ვრცელდება, აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის გახსნას „დაჟინებით ითხოვს“ და სრულად ემხრობა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „უფრო მკაცრი ზომების მიღებას“.
შეგახსენებთ, რომ ვადა ხვალ, 7 აპრილს იწურება.