Loading data...
Deep State: ოკუპანტები უკრაინის სამ რეგიონში წინ მიიწევენ

Deep State-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინის სამ რეგიონში წინ მიიწევენ.

ანალიტიკოსების ცნობით, რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქში სოფელ კონდრატოვკაში წარმატებას მიაღწიეს.

მათივე განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები, ასევე, დაწინაურდნენ ხარკოვის ოლქის ვოვჩანსკში. მოწინააღმდეგემ გარკვეული წარმატებები დონეცკის ოლქშიც მოიპოვა.

„მოწინააღმდეგე წინ წავიდა კინდრატივკას მახლობლად, ვოვჩანსკსა და მირნოგრადში“, - ნათქვამია ანგარიშში.