Loading data...
აშშ ირანისგან ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებას მოითხოვს - Axios

პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა. ამის შესახებ Axios ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანელებმა საპასუხოდ ერთნიშნა წლის ვადა მოითხოვეს.​

Axios-ის ცნობით, შეერთებულ შტატებს, ასევე, სურდა, ირანს ქვეყნიდან გამოეტანა გამდიდრებული ურანი, თუმცა ირანს ეს არ სურდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოებები, კვლავ, მთავარ დაბრკოლებად რჩება შეთანხმების მიღწევის გზაზე.