Loading data...
აფხაზეთში რუსი ტურისტი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში რუსი ალპინისტების ჯგუფი მთებზე ადიოდა. გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად 15 წლის მოზარდმა ტრავმები მიიღო და გარდაიცვალა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

მომხდარის გამო სოხუმის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ მაშველებს დაგეგმილი მარშრუტების შესახებ წინასწარ მიაწოდონ ინფორმაცია.

ტურისტებმა უნდა მიაწოდონ საგანგებო სიტუაციათა ე.წ. სამინისტროს შესაბამისი კოორდინატები, მთებზე ასვლის თარიღი, მოხდეს ლაშქრობის რეგისტრაცია და ლაშქრობის დროს დაიცვან უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ნორმა, მათ შორის მოხდეს ექსპედიციის მონაწილეთა მომზადების დონის შეფასება.

ამ მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში მაშველები საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას ოპერატიულად შეძლებენ და დაშავებულს შესაბამისი დახმარებას აღმოუჩენენ.