Loading data...
აფხაზეთში ოფიცრების წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლების საწვრთნელი კურსები მიმდინარეობს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

წვრთნები რუსეთის სამხედრო სასწავლებელში ტარდება. კურსები მუდმივად ტარდება.

წვრთნების მიზანია ოფიცრების საერთო სამხედრო, სპეციალური და ტაქტიკური მომზადების დონის გაუმჯობესება, ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისება და ორგანიზაციული და მმართველობის უნარების ამაღლება.