Loading data...
აფხაზეთის ე.წ. გარემოს დაცვის პროკურატურა სასტუმროს, „გრანდ ოტელ როსიას“ დახურვას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გარემოს დაცვის პროკურატურამ გუდაუთაში განთავსებული სასტუმროს, „გრანდ ოტელ როსიას“ დახურვა მოითხოვა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

შესაბამისი თხოვნით პროკურატურას ე.წ. ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა მიმართა.

სასტუმროში ჩატარებული ინსპექციის შედეგად სასტუმროს მიერ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევა დაფიქსირდა.

გუდაუთის რაიონის სანიტარიულ-ეპიდემილოგიურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სასტუმრო „გრანდ ოტელ როსიას“ დახურვის შესახებ, ვიდრე აუცილებელი სიმძლავრის გამწმენდი ნაგებობა არ იქნება მოწყობილი.

აღძრულია ადმინისტრაციული საქმე იურიდიული პირის, „ნარ-2018“ -ის მიმართ (კანონმდებლობის დარღვევა მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის სფეროში).