1768549275
კონფლიქტები
აფხაზეთიდან რუსეთში 31 ათასზე მეტი ტონა მანდარინია გატანილი
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში სეზონის დასაწყისიდან 31 304 ტონა მანდარინია გატანილი. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 36 912 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. სეზონის ბოლომდე წელს 33 ათასი ტონა მანდარინის გატანა იგეგმება.
ასევე აფხაზეთიდან რუსეთში გატანილია 1 266 ტონა ფეიხოა, 509 ტონა ხურმა, 923 ტონა ლიმონი, 302 ტონა ფორთოხალი.