ალექსანდრე სირსკი: პოკროვსკის მიმართულებით ბრძოლები გრძელდება, სიტუაცია რთულია
პოკროვსკოეს მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება. მოწინააღმდეგე ცდილობს პოზიციების დაკავებას, ხოლო უკრაინის ძალები თავდაცვით პოზიციებს აუმჯობესებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოწინააღმდეგე აძლიერებს თავის აქტივობას პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის ზონაში. სწორედ ამიტომ ვესტუმრე ამ მნიშვნელოვან ტერიტორიას“, - აღნიშნა სირსკიმ.
ამ ფონზე, იგი შეხვდა არმიის კორპუსის, სამხედრო ნაწილებისა და დივიზიების მეთაურებს.
მისი თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა რუსეთის განცხადებები უკრაინის თავდაცვის ძალების პოკროვსკში, ასევე, კუპიანსკში სავარაუდო „ბლოკირების“ შესახებ რეალობას არ შეესაბამება.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედროები პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობენ.