Loading data...
ალექსანდრე სირსკი: უკრაინელებმა პოკროვსკში 16 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილში, 16 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

როგორც სირსკი აცხადებს, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსული არმია არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს, თუმცა მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას ვერ აღწევს.

მისი თქმით, უკრაინის არმიამ მოახერხა კუპიანსკიდან ოკუპანტების უკან დახევა და ქალაქის თითქმის 90 პროცენტზე კონტროლის მოპოვება.

„მოწინააღმდეგე 17 თვეზე მეტია, ცდილობს პოკროვსკის აღებას. თუმცა, უკრაინული დანაყოფები ხაზს ინარჩუნებენ და ინიციატივას იბრუნებენ. კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 16 კვადრატულ კილომეტრზე. ასევე, ჩვენ დავიბრუნეთ 56 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია პოკროვსკის დასავლეთით მდებარე გრიშინოს, კოტლინოს და უდაჩნოეს დასახლებების რაიონებში“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.