1778227192
კონფლიქტები
ალან გაგლოევი მოსკოვში სერგეი კირიენკოს შეხვდა
ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
მოლაპარაკების დროს განიხილებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საკითხები.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ-ეკონომიკური სფეროში ერთობლივ პროექტებს და ადრე მიღწეული შეთანხმების განხორციელებას, ასევე შეხვედრაზე განიხილებოდა რესპუბლიკის შიდა დღის წესრიგის ფარგლებში ურთიერთობის საკითხები“, - წერია ინფორმაციაში.
ალან გაგლოევმა სერგეი კირიენკოს მადლობა გადაუხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერისთვის და რეგულარული დიალოგის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.