Loading data...
ახალგორის რაიონში დე ფაქტო მილიციის თანამშრომლებმა მარიხუანის ბუჩქები გაანადგურეს

ახალგორის რაიონში ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა მარიხუანის 15 ბუჩქი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

დე ფაქტო მილიციელებმა მარიხუანის ბუჩქები ამოძირკვეს შემდეგ კი ე.წ. შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკის ცენტრს კვლევებისთვის ექსპერტიზისთვის გადასცეს.

დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.