ვახტანგ ცინცაძე: მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ინიციატივასა და რეფორმაზე, რომლებიც ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას მოემსახურება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უზრუნველყოფს
2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიუხედავად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკამ გამორჩეული შედეგი აჩვენა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დივერსიფიცირებულ ეკონომიკური ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ინფორმაციებისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, დამამუშავებელი მრწეველობის, საფინანსო და სადაღვეო საქმიანობებისა და სხვა სექტორებმა შეიტანა.
როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები - ექსპორტის მოცულობამ 7.3 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, ზრდამ კი 11%-ს გადააჭარბა. მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ადგილობრივი ექსპორტის ზრდაზეც, რომელმაც წინა წელთან შედარებით 12,5% შეადგინა.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, ტურიზმი და ამ სექტორიდან მიღებული შემოსავალია - ეკონომიკამ ტურიზმიდან 4,7 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, წინა წლის მაჩვენებელთან ზრდამ კი 6%-ს მიაღწია.
„ყოველივე ზემოაღნიშნული, მყარ საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები 2026 წელსაც გაგრძელდება. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მექანიზმებზე, ინიციატივებსა და რეფორმებზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას მოემსახურება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.