Loading data...
თამარ იოსელიანი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ვიცე-მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ვიცე-მინისტრს დურმუშ უნიუვარს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ სექტორებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების, კერძოდ, შუა დერეფნის განვითარებას. დადებითად შეფასდა საავტომობილო გადაზიდვების ელექტრონული ნებართვების საპილოტე პროექტი.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რკინი გზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.