თამარ იოსელიანი იაპონური კომპანიის The Building Center of Japan (BCJ)-ის პრეზიდენტს კიმიჰირო ჰაშიმოტოს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იაპონური კომპანიის The Building Center of Japan (BCJ)-ის პრეზიდენტს, კიმიჰირო ჰაშიმოტოს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო.
ქართულმა მხარემ იაპონელ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით და მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარება და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი.
შეხვედრას ესწრებოდა იაპონიის ელჩი საქართველოში ჰიდეკი იშიძუკა.