Loading data...
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნეპალის მხარე დაინტერესდა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებით.

ასევე, საუბარი შეეხო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების და ინვესტორთა მოზიდვის მიმართულებით საქართველოში არსებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით, საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.