Loading data...
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.

გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, ივნისში 3.2% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4.1%-ს გაუტოლდა


საბანკო სექტორი

  • მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპმა 14.2% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია მაისში 1.3 პპ-ით 45.1%-მდე შემცირდა
  • მაისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 42.4%-მდე გაიზარდა


საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მაისში საქონლის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური ტიპის საქონლით (8.3 პპ) აიხსნება, ხოლო საინვესტიციო და სამომხმარებლო დანიშნულების იმპორტი შემცირდა (შესაბამისად, -1.4 პპ და -1.8 პპ).
  • ექსპორტი - 15.1%-ით გაიზარდა და 667.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მაისში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად შუალედური და სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (შესაბამისად, 1.9 პპ და 13.8 პპ), ხოლო საინვესტიციო საქონლის ექსპორტი კი შემცირდა (-0.6 პპ წვლილი)
  • მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 536.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 7.0 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.