1762583625
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ბანკირის დღეს აღნიშნავს - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი შესრულდა
„188 წელი შესრულდა თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან!“, - განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2001 წლიდან კი, ყოველ 8 ნოემბერს, ბანკირის დღე აღინიშნება.
„ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“, - ასე მიაჩნდა ერის მამად წოდებულ დიდ ქართველ მწერალსა და ეროვნულ მოღვაწეს.
20-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს სწორედ ილია ჭავჭავაძეა გამოსახული“, - აღნიშნულია განცხადებაში.