Loading data...
საქართველოს ელჩმა ავსტრალიის ბიზნესსამიტის მონაწილეებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა ქ. სიდნეიში მონაწილეობა მიიღო „ავსტრალიის ბიზნესსამიტის საბჭოს“ (Australia Business Summit Council (ABSC)) ყოველწლიურ შეხვედრაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ელჩმა ავსტრალიის წამყვანი ბიზნესწრეების და მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის შესახებ.

ღონისძიებაზე „ავსტრალიის ბიზნესსამიტის საბჭოს“ ყოველწლიური ჟურნალის „ეკონომოსის“ / „Ekonomos“  2025 წლის გამოშვება წარადგინეს, სადაც გამოქვეყნებულია საქართველოს ელჩის სტატია „საქართველო - ბიზნესის წარმოების ცენტრი“/„Georgia - The Hub For Doing Business”. სტატიაში საუბარია საქართველოს საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ეკონომიკის პერსპექტიულ დარგებზე, ავსტრალია-საქართველოს კავშირებსა და სამომავლო გეგმებზე.